Thursday, December 19, 2013

ყიფიანი და ილია

1.პროექტის სახელწოდება -დიმიტრი ყიფიანი და ილია ჭავჭავაძე;
2.პროექტის მთავარი იდეა -ორი დიდი მოღვაწის ურთიერთობისა და მათი ერთობლივი საქმიანობის გამოკვეთა;მათი ღვაწლის მნიშვნელობა თანამედროვე ეპოქისათვის;
3.პროექტის აქტუალობა -ამ ორმა მოღვაწემ თანამოაზრეებთან ერთად თეორიული საფუძველი ჩაუყარა საქართველოს რესპუბლიკას,ამიტომაც მათი საქმიანობისა თუ რჩევის გათვალისწინება უაღრესად აქტუალურია ერის სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებისთვის;
4.პროექტის მიზნები -მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევისა და კომუნიკაციის,წერის უნარ-ჩვევები,შემოქმედებითობა;
5.მონაწილეთა ასაკი-14
6.ხანგრძლივობა - ორი თვე
7.მოსალოდნელი შედეგები -მოიძიებენ მასალებს ყიფიანისა და ჭავჭავაძის შესახებ და ჩაიწერენ ინტერვიუებს,გამოაქვეყნებენ ბლოგზე,ინფორმაციებს ბუკლეტებზე გადაიტანენ Word-ის საშუალებით და მოსახლეობას დაურიგებენ, გამოიმუშავებენ წერის უნარ-ჩვევას; Pover Point-ის საშუალებით აკრეფენ სლაიდებს.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები -წიგნები,კომპიუტერი,ფურცლები,მარკერები, ინტერნეტი
9.პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები/
.ჯგუფების შექმნა, ყველა მოსწავლის ჩართვა და დავალებათა განაწილება;
.პირველმა ჯგუფმა უნდა მოიძიოს დიმიტრი ყიფიანის შესახებ ბიოგრაფიული მასალა;ჩაწეროს ინტერვიუები ქვიშხეთის მოსახლეობისა და ყიფიანის სახელობის მუზეუმისა და,ამავდროულად,ხაშურის მუზეუმის თანამშრომლებისაგან;
გ.მეორე ჯგუფმა ილიას ბიოგრაფია უნდა შეისწავლოს წიგნებისა თუ ინტერნეტის საშუალებით;
.მესამემ იმუშაოს მათს ურთიერთობაზე;
ე.მეოთხე ჯგუფმა მოიძიოს მეცხრამეტე საუკუნის მოაზროვნეთა შეხედულებები  რესპუბლიკის შესახებ და დაუკავშიროს ორი დიდი მოღვაწის ნააზრევსა და მათს სახელმწიფოებრივ ქმედებას;
.დიმიტრი ყიფიანისა და ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმების ნახვა;
.მიმოწერა და შეხვედრა ცნობილ პროფესორსა და ლიტერატურათმცოდნესთან, ბატონ როსტომ ჩხეიძესთან;
10.საგნებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი -ქართული-ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე. ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ. IX. 9. მოსწავლეს შეუძლია სადავო ან პრობლემურ საკითხებზე საკუთარი თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა; მოცემულ საკითხზე განსხვავებული შეხედულებების შეჯამება.
ქართ. IX. 10. მოსწავლეს შეუძლია დეტალური ინფორმაციის, განსხვავე-ბული თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა.
ისტორია-ისტ.IX.2.  მოსწავლეს შეუძლია გაანალიზს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.
ისტ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დახასიათოს ქართული სახელმწიფო მმართველობითსტრუქტურები.



11.პროექტის ხელმძღვანელი -ნინო რობაქიძე,ფატმან კურტანიძე
12.ხელმძღვანელის ელ/ფოსტა -patikurtanidze@gmail.com




Monday, December 16, 2013

ოთარ ჭილაძის "ადამიანი გაზეტის სვეტში"

ოთარ ჭილაძის "ადამიანი გაზეთის სვეტში"

კრიტერიუმის შკალა
დაბალი
საშუალო
კარგი
საუკეთესო
პრეზენტაციის ვიზუალური ნაწილი
მოუწესრიგებელია,არ შეესაბამება შინაარსს
მოწესრიგებულია,
ვიზუალური მასალა ნაკლებად შეესაბამება შინაარსს
მეტნაკლებად მოწესრიგებულია.
ზოგადად შეესაბამება პრეზენტაციის შინაარსს
ზუსტად შეესაბამება შინაარსის ყოველ კომპონენტს
ორიგინალობა
დასტურდება პლაგიატის ელემენტები
მინიმალურად ორიგინალურია
საკმარისად ორიგინალურია
მთლიანად ორიგინალურია
დავალებასთან შესაბამისობა
საერთოდ არ შეესაბამება დავალებას
მიჰყვება მხოლოდ ზოგიერთ ინსტრუქციას
მიჰყვება ინსტრუქციებს,
მხოლოდ ზოგჯერ ზედაპირულად
ყველა ინსტრუქცია გათვალისწინებულია.
დავალება სრულყოფილად არის შესრულებული.
მთლიანი შთაბეჭდილება
მიზანი არ არის მიღწეული ან მოთხოვნების უმრავლესობა არ არის გათვალისწინებული
მინიმალურად არის მიღწეული დასახული მიზანი.გათვალისწინებულია ზოგიერთი მოთხოვნა
მიღწეულია გარკვეული მიზანი.
მოთხოვნა ზოგადად გათვალისწინებულია.
ყველა მიზანი სრულად არის მიღწეული

Friday, December 13, 2013

გაკვეთილის გეგმა-"ადამიანი გაზეთის სვეტში"

გაკვეთილის თემა
ოთარ ჭილაძის ,,ადამიანი გაზეთის სვეტში,,
მასწავლებლის სახელი და გვარი
ფატმან კურტანიძე
სწავლების საფეხური
მე-9 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
24
გაკვეთილის მიზნები და  შედეგები
მოსწავლეთა კრეატიულობის უნარის ,კვლევისა და არგუმენტირებული მსჯელობის განვითარება.ნაწარმოების მხატვრულ-ლიტერატურული აღქმის უნარის გამომუშავება.პრობლემისა და უმთავრესი იდეის აღმოჩენის უნარის განვითარება.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნები და შედეგები
ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ. IX. 9. მოსწავლეს შეუძლია სადავო ან პრობლემურ საკითხებზე საკუთარი თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა; მოცემულ საკითხზე განსხვავებული შეხედულებების შეჯამება.

წინასწარი ცოდნა
ნიკო ლორთქიფანიძის ნოველების,მიხეილ ჯავახიშვილის „მიწის ყივილისა“და
ცნობილ მოღვაწეთა ცხოვრების მიხედვით თავისუფლების იდეის გააზრება
გაკვეთილის მსვლელობა

Aფაზა/ გამოწვევა
აქტივობა 1, დრო- 5 წუთი
მასწავლებელი კითხვა-პასუხის რეჟიმით მოსწავლეებს შეაპირისპირებინებს
ლექსის ეპიგრაფსა და სახარებისეულ იგავს, ასევე, თავად სათაურს  გააზრებინებს ,ამით შექმნის ინტერესს ლექსის მიმართ.  
Bფაზა-გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა 2.-7 წუთი
,,გონებრივი იერიშის“ საშუალებით,განვლილ მასალაზე დაყრდნობით,მოსწავლეები ჩამოაყალიბებენ, თუ რას ნიშნავს მათთვის სამშობლოს თავისუფლება.
აქტივობა 3,- 7 წუთი
 მასწავლებელი მოსწავლეებს წარმოადგენინებს მოძიებულ ისტორიულ და გეოგრაფიულ მასალას პანამის შესახებ, ასევე, ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლების შემლახველ ფაქტებს სლაიდებისა თუ ვიდეოს საშუალებით.
აქტივობა 4. -7 წუთი
მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს წყვილად, რომ მათ
გაუზიარონ ერთმანეთს შეხედულებები და მსჯელობის შემდეგ word-ში იმუშაონ ვენის დიაგრამაზე და წარმოაჩინონ ეროვნული და პიროვნული თავისუფლების საერთო და განმასხვავებელი ნიშნები.ასევე, იხსენებენ მაგალითებს რეალური პიროვნებების ცხოვრებიდან.

აქტივობა 5,ლექსის ახსნა და გააზრება-15 წუთი
ა)თეთრი ლექსის განმარტება და მისი წაკითხვის თავისებურება.
ბ)კითხვის სტრატეგიის გამოყენებით ლექსის წაკითხვა.
გ)პრობლემის წარმოჩენა და მსჯელობა პიროვნული და ეროვნული თავისუფლების შესახებ.

C ფაზა-შეჯამება-4 წუთი
აქტივობა 1. მასწავლებელი კითხვების საშუალებით არკვევს, თუ რამდენად გაითავისეს მოსწავლეებმა ახალი გაკვეთილი.
აქტივობა2.მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს ესეს-„ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას,რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია“

შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ განსაზღვრული შეფასების რუბრიკის მიხედვით.
 გამოყენებული რესურსები
სახარება,მე-9 კლასის სახელმძღვანელო ქართულ ენასა და ლიტერატურაში-ავტორები-ნინო ნაკუდაშვილი,ვახტანგ როდონაია,google.ge,wikipedia