1.პროექტის
სახელწოდება -დიმიტრი ყიფიანი და ილია ჭავჭავაძე;
2.პროექტის მთავარი იდეა -ორი დიდი მოღვაწის
ურთიერთობისა და მათი ერთობლივი საქმიანობის გამოკვეთა;მათი ღვაწლის მნიშვნელობა თანამედროვე
ეპოქისათვის;
3.პროექტის აქტუალობა -ამ ორმა მოღვაწემ თანამოაზრეებთან
ერთად თეორიული საფუძველი ჩაუყარა საქართველოს რესპუბლიკას,ამიტომაც მათი საქმიანობისა
თუ რჩევის გათვალისწინება უაღრესად აქტუალურია ერის სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებისთვის;
4.პროექტის მიზნები -მოსწავლეებს განუვითარდებათ
კვლევისა და კომუნიკაციის,წერის უნარ-ჩვევები,შემოქმედებითობა;
5.მონაწილეთა ასაკი-14
6.ხანგრძლივობა - ორი თვე
7.მოსალოდნელი შედეგები -მოიძიებენ მასალებს
ყიფიანისა და ჭავჭავაძის შესახებ და ჩაიწერენ ინტერვიუებს,გამოაქვეყნებენ ბლოგზე,ინფორმაციებს
ბუკლეტებზე გადაიტანენ Word-ის საშუალებით და მოსახლეობას დაურიგებენ, გამოიმუშავებენ
წერის უნარ-ჩვევას; Pover Point-ის საშუალებით აკრეფენ სლაიდებს.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
-წიგნები,კომპიუტერი,ფურცლები,მარკერები, ინტერნეტი
9.პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები/
ა.ჯგუფების შექმნა, ყველა მოსწავლის ჩართვა და დავალებათა
განაწილება;
ბ.პირველმა ჯგუფმა უნდა მოიძიოს დიმიტრი ყიფიანის შესახებ
ბიოგრაფიული მასალა;ჩაწეროს ინტერვიუები ქვიშხეთის მოსახლეობისა და ყიფიანის სახელობის
მუზეუმისა და,ამავდროულად,ხაშურის მუზეუმის თანამშრომლებისაგან;
გ.მეორე ჯგუფმა ილიას ბიოგრაფია უნდა შეისწავლოს წიგნებისა
თუ ინტერნეტის საშუალებით;
დ.მესამემ იმუშაოს მათს ურთიერთობაზე;
ე.მეოთხე ჯგუფმა მოიძიოს მეცხრამეტე საუკუნის მოაზროვნეთა
შეხედულებები რესპუბლიკის შესახებ და დაუკავშიროს
ორი დიდი მოღვაწის ნააზრევსა და მათს სახელმწიფოებრივ ქმედებას;
ვ.დიმიტრი ყიფიანისა და ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმების
ნახვა;
ზ.მიმოწერა და შეხვედრა ცნობილ პროფესორსა და ლიტერატურათმცოდნესთან,
ბატონ როსტომ ჩხეიძესთან;
10.საგნებთან,ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი
-ქართული-ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე. ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა
თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და
მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ. IX. 9. მოსწავლეს შეუძლია სადავო ან პრობლემურ საკითხებზე საკუთარი თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა; მოცემულ საკითხზე განსხვავებული შეხედულებების შეჯამება.
ქართ. IX. 10. მოსწავლეს შეუძლია დეტალური ინფორმაციის, განსხვავე-ბული თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა.
ისტორია-ისტ.IX.2. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.
ისტ.IX.3.
მოსწავლეს
შეუძლია დაახასიათოს ქართული სახელმწიფო
მმართველობითი
სტრუქტურები.
11.პროექტის ხელმძღვანელი -ნინო რობაქიძე,ფატმან
კურტანიძე
12.ხელმძღვანელის ელ/ფოსტა -patikurtanidze@gmail.com
No comments:
Post a Comment