გაკვეთილის თემა
|
ოთარ ჭილაძის
,,ადამიანი გაზეთის სვეტში,,
|
მასწავლებლის სახელი და გვარი
|
ფატმან კურტანიძე
|
სწავლების საფეხური
|
მე-9 კლასი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
24
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლეთა კრეატიულობის უნარის ,კვლევისა და არგუმენტირებული მსჯელობის
განვითარება.ნაწარმოების მხატვრულ-ლიტერატურული აღქმის უნარის გამომუშავება.პრობლემისა
და უმთავრესი იდეის აღმოჩენის უნარის განვითარება.
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნები და შედეგები
|
ქართ.
IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის
შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ
საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ. IX. 9. მოსწავლეს შეუძლია სადავო ან პრობლემურ საკითხებზე საკუთარი თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა; მოცემულ საკითხზე განსხვავებული შეხედულებების შეჯამება.
|
წინასწარი ცოდნა
|
ნიკო ლორთქიფანიძის ნოველების,მიხეილ ჯავახიშვილის „მიწის ყივილისა“და
ცნობილ მოღვაწეთა ცხოვრების მიხედვით თავისუფლების იდეის გააზრება
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
Aფაზა/
გამოწვევა
აქტივობა 1,
დრო- 5 წუთი
მასწავლებელი კითხვა-პასუხის რეჟიმით მოსწავლეებს შეაპირისპირებინებს
ლექსის ეპიგრაფსა და სახარებისეულ იგავს, ასევე, თავად სათაურს გააზრებინებს ,ამით შექმნის ინტერესს ლექსის მიმართ.
Bფაზა-გაკვეთილის
მსვლელობა
აქტივობა 2.-7
წუთი
,,გონებრივი იერიშის“ საშუალებით,განვლილ მასალაზე დაყრდნობით,მოსწავლეები
ჩამოაყალიბებენ, თუ რას ნიშნავს მათთვის სამშობლოს თავისუფლება.
აქტივობა 3,-
7 წუთი
მასწავლებელი
მოსწავლეებს წარმოადგენინებს მოძიებულ ისტორიულ და გეოგრაფიულ მასალას პანამის შესახებ,
ასევე, ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლების შემლახველ ფაქტებს სლაიდებისა თუ ვიდეოს
საშუალებით.
აქტივობა 4.
-7 წუთი
მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს წყვილად, რომ მათ
გაუზიარონ ერთმანეთს შეხედულებები და მსჯელობის შემდეგ word-ში იმუშაონ
ვენის დიაგრამაზე და წარმოაჩინონ ეროვნული და პიროვნული თავისუფლების საერთო და განმასხვავებელი
ნიშნები.ასევე, იხსენებენ მაგალითებს რეალური პიროვნებების ცხოვრებიდან.
აქტივობა 5,ლექსის
ახსნა და გააზრება-15 წუთი
ა)თეთრი ლექსის განმარტება და მისი წაკითხვის თავისებურება.
ბ)კითხვის სტრატეგიის გამოყენებით ლექსის წაკითხვა.
გ)პრობლემის წარმოჩენა და მსჯელობა პიროვნული და ეროვნული თავისუფლების
შესახებ.
C ფაზა-შეჯამება-4 წუთი
აქტივობა 1. მასწავლებელი კითხვების საშუალებით არკვევს, თუ რამდენად
გაითავისეს მოსწავლეებმა ახალი გაკვეთილი.
აქტივობა2.მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს ესეს-„ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას,რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია“
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ განსაზღვრული შეფასების რუბრიკის მიხედვით.
|
გამოყენებული რესურსები
|
სახარება,მე-9 კლასის სახელმძღვანელო ქართულ ენასა და ლიტერატურაში-ავტორები-ნინო
ნაკუდაშვილი,ვახტანგ როდონაია,google.ge,wikipedia
|
Friday, December 13, 2013
გაკვეთილის გეგმა-"ადამიანი გაზეთის სვეტში"
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment